თეგი: ბაქოს პორტი

ბაქოს პორტი გაეროს გლობალურ ხელშეკრულებას შეუერთდა

ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტი, გაეროს გლობალურ ხელშეკრულებას შეუართდა, რათა ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას. გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ბაქოს პორტში მშენებლობის მეორე ფაზა იწყება „ამგვარად, ბაქოს პორტი შეუერთდა 18 სხვა საზღვაო პორტებსა და პორტების მენეჯმენტ კომპანიას მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევად და სოციალურად პასუხისმგებელი პოლიტიკის დანერგვის ინიციატივაში“, - აცხადებენ ბაქოს პორტში.  ასევე აღინიშნა, რომ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და გლობალური შეთანხმების აღმასრულებელი დირექტორი სანდა ოჯიამბო მიესალმება პორტის ამ ინიციატივას. „მისი წერილი ხაზს უსვამს გაეროს სისტემის მხარდაჭერას პორტის ძალისხმევაში გაეროს გლობალური კომპაქტის თერთმეტი უნივერსალური პრინციპის დანერგვისა და უფრო მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის ხელშეწყობისთვის“, - წერს აზერბაიჯანული მედია. შეგახსენებთ, რომ გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.  გაეროს გლობალური შეთანხმებაში გაწევრიანებულია 13 500-ზე მეტი ბიზნეს კომპანია და 3 000-ზე მეტი არასამეწარმეო პირი, მსოფლიოს 164 ქვეყნიდან.  

ბაქოს პორტის ტერიტორიაზე აშენებული სასუქის ტერმინალი ექსპლუატაციაში მიმდინარე წელს შევა

ბაქოს პორტის ტერიტორიაზე აშენებული სასუქის ტერმინალი ექსპლუატაციაში წელს შევა, განუცხადა Report-ს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხუდაიარ ჰასანლიმ. „ნავსადგურში დაგეგმილია გოგირდის, კარბამიდის და ამონიუმის გვარჯილის შემოტანა ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან. ჩვენ შევძლებთ ბაქოს პორტში მეტი სასუქის ტვირთის მოზიდვას. ამჟამად ვამუშავებთ თურქმენეთში წარმოებულ სასუქებს. მაგრამ Fertilizer Terminal-ის ექსპლუატაციაში ამოქმედების შემდეგ, ჩვენ მიზნად ვისახავთ სასუქის ტრანსპორტირებას არამხოლოდ თურქმენეთიდან, არამედ, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან აზერბაიჯანის გავლით. უზბეკური სასუქი ამ დერეფანში კონტეინერებითა და ვაგონებით გადის“, - განაცხადა ჰასანლიმ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბაქოს პორტის გამტარუნარიანობა 25 მილიონ ტონას მიაღწევს. „ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ ავაშენეთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ალბათ ყველაზე დიდი კომერციული პორტი კასპიის ზღვაზე. რომლის გამტარუნარიანობაც 15 მილიონ ტონას შეადგენს. ჩვენ გავაფართოვებთ ამ შესაძლებლობას 25 მილიონ ტონამდე. ვაფართოებთ გემთმშენებლობას, რათა შევძლოთ კასპიის გავლით ტვირთების გადაზიდვა“, - განაცხადა ალიევმა 19 იანვარს.  

ბაქოს პორტში, ნაყარი ტვირთების ტერმინალი აშენდება

უახლოეს მომავალში აზერბაიჯანის ბაქოს პორტში დაიწყებს ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობას, განუცხადა Trend-ს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა. ზიადოვის თქმით, ინვესტორების მოზიდვასა სამუშაო უკვე დასრულებულია. 2022 წლის ბოლოსთვის ბაქოს პორტის გავლით 6,3 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა, რაც მიუთითებს 14 პროცენტით ზრდაზე წელიწადში. 2022 წელს ბაქოს პორტმა 6,3 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიტანა, რაც 14 პროცენტით მეტია 2021 წელთან შედარებით. „კონტეინერების ტრანსპორტირების მუდმივი ზრდა მიუთითებს დიდი საკონტეინერო ტერმინალის საშუალო და გრძელვადიანი მშენებლობის აუცილებლობაზე, რაც გაზრდის გამტარუნარიანობას 100,000-დან 500,000 TEU კონტეინერამდე“, - წერს აზერბაიჯანული მედია.  

ბაქოს პორტი ევროპულ პორტებთან თანამშრომლობას აფართოებს - მედია

იტალიისა და ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი უდიდესი პორტის ტრიესტის პორტის გენერალური დირექტორი ზენო აგოსტინო ბაქოს პორტს, ორ პორტს შორის პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების შესასწავლად ეწვია, იუწყება Reportaz-ი. ვიზიტის ფარგლებში სტუმარი პორტის ოპერაციულ ჯგუფს შეხვდა და ბაქოს პორტის სიმძლავრესა და ოპერაციულ შესაძლებლობებს გაეცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შუა დერეფნის გავლით, სტრატეგიულ მარშრუტზე გასაგზავნ ტვირთებს. ბაქოსა და ტრიესტის პორტებს სურთ, საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვაში თანამშრომლობისთვის ახალი პარტნიორობის სფეროები გამოიკვლიონ და ტვირთების ექსპედიტორები მიიზიდონ, რათა არსებული ბიზნეს შესაძლებლობები გამოიყენონ. შეხვედრისას კიდევ ერთი თემა ბაქოს პორტის გაფართოების სტრატეგია იყო. ტრიესტის პორტი, რომელიც ცნობილია თავისი სტრატეგიული მდებარეობით, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კარიბჭე, იტალიისა და ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი უდიდესი პორტია. მისი წლიური ბრუნვა 60 მილიონ ტონაზე მეტია.  

უზბეკეთი ბაქოს პორტში, მინერალური სასუქების ახალი ტერმინალის გამოყენებას იწყებს

უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ, აბდუსამატ მუმინოვმა განაცხადა, რომ უზბეკეთი ბაქოს პორტში, მინერალური სასუქების ახალი ტერმინალის გამოყენებას დაიწყებს. მან ხაზი გაუსვა, რომ უზბეკეთი საქონლის ექსპორტისთვის, საქართველოში ფოთის პორტს და აზერბაიჯანში, ბაქოს პორტს აქტიურად იყენებს. „ბაქოს პორტის მოდერნიზაციის მეორე ეტაპის ფარგლებში, ფუნქციონირებას დაიწყებს მინერალური სასუქების ახალი ტერმინალი, რომელსაც ასევე გამოვიყენებთ ჩვენი საჭიროებისთვის. ფაქტობრივად, ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგების ოპერატიული აქტივობების გაუმჯობესების შედეგად, ჩვენ შევძელით ტრანსპორტირების დროის განახევრება - ერთი თვიდან ორ კვირამდე. დღეს, ამ ძალისხმევის შედგეად, არამხოლოდ უზბეკეთი იყენებს აზერბაიჯანის სატრანსპორტო პოტენციალს, არამედ, მთელი ცენტრალური აზია“, - განაცხადა მუმინოვმა აზერბაიჯანულ მედიასაშუალებებთან. მუმინოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უზბეკეთი უკვე აქტიურად იყენებს ბაქოს პორტის ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით შაქრის იმპორტისთვის.წელს გვინდა, რომ აზერბაიჯანის გავლით შაქრის მიწოდება 300 000-მდე გავზარდოთ. გარდა ამისა, ჩვენ გავაგზავნეთ დაახლოებით 100 ვაგონს, რათა დავეხმაროთ აზერბაიჯანს შაქრის გადაზიდვაში“, - განაცხადა უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ. მან ასევე აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანს ეწვია უზბეკეთის დიდი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან კერძო კომპანიები, ასევე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.„ამ კომპანიებს შორის იყვნენ ჩვენი მთავარი ექსპორტიორები და იმპორტიორები, რომლებიც ძირითადად მუშაობენ საქართველოს ფოთის პორტისა და ბაქოს პორტის გავლით. ჩვენ 10-მდე შეხვედრა გავმართეთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ბაქოს პორტის მინერალური სასუქების ტერმინალი ექსპლუატაციაში სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისში ან ივლისში შევა.